ოლივერ ვარჰეი - ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს
ოლივერ ვარჰეი - ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს

დღეს უკვე შეუძლებელია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის წარმოდგენა, რომელიც რუსეთსაც მოიცავს, – ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

„შეხვედრის დროს დაისვა მთავარი კითხვა – რა პრინციპებით უნდა მოვაწყოთ პოლიტიკური წესრიგი და უსაფრთხოება ევროპაში? უახლოეს მომავალში შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ უსაფრთხოების ახალი წესრიგი ან მშვიდობის ახალი არქიტექტურა ევროპაში, სადაც რუსეთი შეიძლება, იყოს განუყოფელი ნაწილი. ის რჩება გეოგრაფიულ მეზობლად და საერთაშორისო სისტემის წევრად, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ევროპული უსაფრთხოების წესრიგი კრემლის გარეშე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ვარჰეის თქმით, პრაღის სამიტის მონაწილეებმა აღიარეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა პირდაპირი თავდასხმა ევროპულ და გლობალურ წესრიგზე, ფრონტალური თავდასხმა ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად ნორმებზე, რომლებიც გაჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ და რომელსაც ერთ დროს თავად რუსეთმა მოაწერა ხელი.

„პრაღიდან ლიდერებმა გაუგზავნეს ძლიერი გზავნილი, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დანარჩენ მსოფლიოს, ევროპის გულწრფელი ნების შესახებ, დაიცვას წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი წესრიგი და დაიცვას გაერო-ს წესდების ძირითადი დებულებები, რუსეთის მცდელობების ფონზე აქციოს ენერგეტიკა და საკვები იარაღად , რომელიც ევროპულ და გლობალურ ეკონომიკას ანადგურებს“, – აღნიშნა ვარჰეიმ.