ოლივერ ვარჰეი ანკარაში ჩავიდა
ოლივერ ვარჰეი ანკარაში ჩავიდა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ანკარაში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს.

ვარჰეიმ შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა: „კარგია ანკარაში დაბრუნება. სასიამოვნო იყო ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა კიდევ ერთხელ გვემსჯელა ევროკავშირ-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, – წერს ვარჰეი.

მანამდე, თურქეთში ევროკავშირის მისიამ გაავრცელა განცხადება ევროკომისრის ანკარაში ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ევროკომისიის წევრის მეოთხე ოფიციალური ვიზიტია თურქეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც აჩვენებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს თურქეთთან პარტნიორობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფადინი ერთობლივ პრესკონფერენციასაც ჩაატარებენ.