ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზაგიტოვამ მოკლე პროგრამა წააგო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზაგიტოვამ მოკლე პროგრამა წააგო

იტალიის ქალაქ მილანში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ქალებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს, რომელიც სენსაციით დასრულდა. 31 წლის იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა თავისი გამოსვლისთვის 80.27 ქულა მიიღო და გაუსწრო პიონჩანგის ოლიმპიადის ჩემპიონს, რუს ალინა ზაგიტოვას (79.51 ქულა). მესამე ადგილზეა იაპონელი სატოკო მიაჰარა – 74.36 ქულა.

კოსტნერი გახდა მხოლოდ მესამე მოციგურავე ქალი ისტორიაში, ვინც მოკლე პროგრამისთვის 80 ქულაზე მეტი მიიღო. აქამდე, უფრო მაღალი შეფასება მიუღიათ რუსებს – ზაგიტოვასა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ევგენია მედვედევას, რომელიც ტოვებს პირველობას ტრავმის გამო.

ქალებს შორის თავისუფალი პროგრამა 23 მარტს გაიმართება.