ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზის მერმა მდინარე სენაში გაცურა [ვიდეო]
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზის მერმა, ან იდალგომ მდინარე სენაში გაცურა.
დედაქალაქის მერს იმის დემონსტრირება სურდა, რომ წყალი სუფთაა საწყლოსნო ღონისძიებებისთვის.
სენაში გაცურვის პირობა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დადო, თუმცა ის დღეს სანაპიროზე არ გამოჩენილა.
უფრო ადრე კი მდინარეში საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, ამელი უდეა-კასტერამ გაცურა.