ოლიმპიური სასახლის სცენაზე გრიგოლ ყიფშიძემ რეპეტიცია გაიარა
ოლიმპიური სასახლის სცენაზე გრიგოლ ყიფშიძემ რეპეტიცია გაიარა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ რეპეტიცია ოლიმპიური სასახლის სცენაზე რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

რეპეტიციები ოლიმპიურ სასახლეში დღეს დილიდან დაიწყო. პირველი რეპეტიცია ირლანდიის კონკურსანტმა გაიარა. გრიგოლ ყიფშიძის შემდეგ კი სცენას მაკედონიის წარმომადგენელი დაიკავებს.

ქართველი კონკურსანტი დღეს პირველად მედიის კითხვებსაც უპასუხებს. საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტები დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 71 აკრედიტირებული ჟურნალისტის შეკითხვას დღეს რვა ქვეყნის მონაწილე უპასუხებს. თითო მონაწილისთვის 20 წუთია გამოყოფილი.

ფოტო – დავით ბანცაძე