ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე წლის სპორტსმენებს აჯილდოვებენ (ფოტოამბავი)

18:28, 21.12.2018

თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია და წლის სპორტსმენების დაჯილდოვება მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა წლის განმავლობაში 18 ოქროს, 9 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამ წუთისთვის უკვე დაჯილდოვდა რამდენიმე სპორტსმენი:

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე დასახელდა, რომელიც ბუენოს-აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

წლის აღმოჩენა – 23 წლამდე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია გახდა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

ნუგზარ სხიერელი – წლის საუკეთესო მწვრთნელი.

გარდა ამისა, წელს ტრადიციულ ცერემონიალს ზამთრის სახეობებიც დაემატა და ჯილდოები გადაეცათ გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას (ფიგურული სრიალი).

 

მსგავსი