მძლეოსნობაში ახალი დოპინგ-სკანდალი აგორდა. ყურადღების ცენტრში მოექცა კენიური წარმოშობის ბაჰრეინელი მორბენალი რუთ ჯებეტი.
The Guardian-ის ინფორმაციით, 21 წლის მძლეოსანს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა 3000 მეტრზე სტიპლჩეზში, ორგანიზმში აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი ერითროპოეტინი. აღნიშნავენ, რომ პრობლემა წარმოიშვა კენიაში არაკვალიფიციური დოპინგ-კონტროლის გამო. ჯებეტი კენიაში უმაღლეს განათლებას იღებს.
„გაოცებული და შოკირებული ვარ. აბსოლუტურად არაფერი ვიცი. ვცდილობ რუთს დავურეკო, მაგრამ ის არ მპასუხობს. არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია”, – განაცხადა ჯებეტის აგენტმა მარკ კორსტიენსმა.