ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ახალგაზრდულ ნაკრებს ოლიმპიური (2008) და მსოფლიოს ჩემპიონი (2007) ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს.
ჭაბუკთა ნაკრებს ისევ გიორგი ყიზილაშვილი გაწვრთნის და ეს სამწვრთნელო დუეტი გაუძღვება პროექტ 2024-ის სავარჯიშო პროცესსაც.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ცირეკიძეს სამწვრთნელო გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს. იგი 2012-დან 2018 წლამდე საქართველოს ძიუდოსიტთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა.