საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა „ტვიტერმა“ სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც სხვადასხვა დროს ოლიმპიურ თამაშებზე მედლები აქვთ მოგებული.
სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარე – ლევ იაშინი (სსრკ);
მცველები – კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), მარსელო (ბრაზილია);
ნახევარმცველები – ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ჩავი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), რონალდინიო (ბრაზილია);
ფორვარდები – ლიონელ მესი (არგენტინა), სამუელ ეტო’ო (კამერუნი), ნეიმარი (ბრაზილია).