„ოლიმპიაკოსის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ჟალგირისთან“ (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაზე მერვე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ოლიმპიაკოსმა”. ბერძნებმა საკუთარ არენაზე კაუნასის „ჟალგირისს” უმასპინძლეს და 83-74 იმარჯვეს. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 16 ქულით ვასილის სპანულისი გამოდგა. 14 ქულით დაასრულა მატჩი ნიკოლა მილუტინოვმა. ლიტველთა შორის კი 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯოკ ლენდეილი გამოდგა. 3 მოგებითა და 5 მარცხით „ოლიმპიაკოსი” და „ჟალგირისი” სატურნირო ცხრილში მე-10 – მე-13 ადგილებს ინაწილებს.

ცე ეს კა – ფენერბახჩე 88-70

ცრვენა ზვეზდა – ლიონი 72-74 (ოვერტაიმი)

ვალენსია – ბაიერნი 82-56

დატოვე კომენტარი