ოლიმპიადის საკვალიფიკაციო წყალბურთში – საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

21:44, 17.02.2021

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილია 12:8 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

ქართველებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, 4:1 დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პერიოდი დათმეს, საბოლოოდ ოთხქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

ამ მოგებით საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის მატჩი გასამართი აქვს, ჩვენი გუნდი მესამე ადგილზეა საბერძნეთისა და მონტენეგროს შემდეგ.

18 თებერვალს ქართველების მეტოქე სწორედ მონტენეგრო იქნება. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

 

საქართველო-ბრაზილია 12:8

3:1, 3:1, 2:1, 4:5

გოლები: 1:0 ვაპენსკი, 1:1 რეალი, 2:1 იელაჩა, 3:1 შუშიაშვილი, 4:1 შუშიაშვილი, 4:2 რეალი, 5:2, ელეზი, 6:2 ბარალდი, 7:2 ელეზი, 7:3 ფრანკო, 8:3 ელეზი, 8:4 ფრეიტასი, 9:4 ბარალდი, 9:5 გიმარაეში, 10:5 იმნაიშვილი, 10:6 გომეში, 10:7 გომეში, 11:7 ჯახაია, 12:7 ვაპენსკი, 12:8 გიმარაეში

საქართველო: რაზმაძე – ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი (კაპ), ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, შუშიაშვილი, ელეზი, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან სამი საუკეთესო ნაკრები გადის. რიო 2020-ის საგზურისთვის 12 გუნდი იბრძვის. ისინი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის. „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი „ბ“ ჯგუფის მეოთხეს შეხვდება, მეორე – მესამეს და პირიქით: „ბ“ ჯგუფის პირველი – „ა“-ს მეოთხეს.

გთავაზობთ ბოლო ტურის მატჩების განრიგს:

18.02. 16:00 მონტენეგრო-საქართველო

18.02. 17:30 კანადა-საბერძნეთი

18.02. 20:30 საფრანგეთი-რუმინეთი

18.02. 22:00 რუსეთი-ჰოლანდია

18.02. 23:30 ხორვატია-გერმანია

მსგავსი