ოლგა სტეფანიშინა - უკრაინულმა დელეგაციამ ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების დროს ამერიკულ მხარეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე თავისი წინადადებები გადასცა
ოლგა სტეფანიშინა - უკრაინულმა დელეგაციამ ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების დროს ამერიკულ მხარეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე თავისი წინადადებები გადასცა

უკრაინულმა დელეგაციამ პარასკევს ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების დროს ამერიკულ მხარეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„მე არ შემიძლია ბევრი დეტალის გასაჯაროება. თავისთავად დადებითი ნიშანია, რომ კონსულტაციები იმართება. რისი თქმაც ამ ეტაპზე შეიძლება, არის ის, რომ უკრაინულ დელეგაციას გვქონდა შესაძლებლობა, ამერიკულ მხარემდე მიგვეტანა ჩვენ მიერ კიევში მომზადებული წინადადებები, რომლებიც შეთანხმებული იყო. ყველა მათგანი განხილვის საგანი გახლდათ“, – თქვა სტეფანიშინამ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება შეთანხმების მიღწევამდე.

„აშკარაა, რომ ეს არ არის ფინალური რაუნდი“, – აღნიშნა მან.

აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საკითხზე ტექნიკური კონსულტაციები უკრაინის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.