ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი და მისი ნატო-ში გაწევრიანება ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება
ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი და მისი ნატო-ში გაწევრიანება ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება

უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი და ჩვენი სახელმწიფოს ნატო-ში შესვლა მთელი ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს და გერმანიას არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატო-ს 2008 წლის დეკლარაციას.

„უკრაინა ნატო-ს პრობლემა კი არა, უპირატესობაა. ამიტომ, ანონიმური წყაროების არგუმენტების საპასუხოდ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებშია და მოვუწოდებთ პარტნიორებს, გამოიჩინონ ლიდერობა“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის არაბლოკურმა პოლიტიკამ ხელი არ შეუწყო რუსეთის აგრესიისგან დაცვას და მინსკის პროცესის ფარგლებში უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატიურმა ძალისხმევამ ასევე არ შეუწყო ხელი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თავიდან აცილებას.

„მოსკოვის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა, მაგრამ პროგრესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ აიძულებს რუსეთს, დააოკოს თავისი აგრესია“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.