ოლეგ ნიკოლენკო - ბუდაპეშტი გამიზნულად აფუჭებს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებს და ძირს უთხრის ორ მეზობელ ქვეყანას შორის შემდგომი დიალოგის შესაძლებლობას
ოლეგ ნიკოლენკო - ბუდაპეშტი გამიზნულად აფუჭებს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებს და ძირს უთხრის ორ მეზობელ ქვეყანას შორის შემდგომი დიალოგის შესაძლებლობას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას აკრიტიკებს, რომელშიც პრემიერმა უკრაინა ავღანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ ის ახლა სადავო, ე.წ. არავის მიწად იქცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, ეს არის ორბანის მორიგი საზიზღარი განცხადება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია.

მისი თქმით, ბუდაპეშტი გამიზნულად აფუჭებს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებს და მნიშვნელოვნად უთხრის ძირს ორ მეზობელ ქვეყანას შორის შემდგომი დიალოგის შესაძლებლობას.

პრემიერის ამ განცხადების გამო უკრაინის საგარეო უწყებაში უნგრეთის ელჩს დაიბარებენ.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს. ისინი ამაში წარმატებული აღმოჩდნენ, ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა“.