ოლეგ იაძე – ღმერთმა დამიფაროს ფინანსური დარღვევებისგან
კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანამდებობა ფინანსური დარღვევების გამო დატოვა.
ჟურნალისტების კითხვაზე – იძიებდა თუ არა ანტიკორუფციული სამსახური მის საქმეს, – განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კითხვა მისთვის გაუგებარია.
„ღმერთმა დამიფაროს ფინანსური დარღვევებისგან“, – აღნიშნა ოლეგ იაძემ.
ოლეგ იაძემ ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მის საქმეს იძიებს.
„როგორ გეკადრებათ, რაებს კადრულობთ. ოლეგ იაძეს ერთ თეთრში, რომ ვინმე შეედავოს, თავს მოვიკლავდი აქვე. რეებს ამბობთ“, – განაცხადა ოლეგ იაძემ.