ოლაფ შოლცმა სერბეთსა და კოსოვოს სთხოვა, მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სერბეთსა და კოსოვოს სთხოვა, რომ მხარეებმა მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
„ასეთ დროს მშვიდობისა და უსაფრთხოების ღირებულება ჩვენთვის ხელახლა ცხადი ხდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სერბეთისა და კოსოვოსთვის, მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც ასევე რეგიონულ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ცხადია, რომ შეთანხმებამ საბოლოოდ უნდა გაარკვიოს კოსოვოს აღიარების საკითხიც, რადგან წარმოუდგენელია, რომ ორი ქვეყანა, რომლებიც არ ცნობენ ერთმანეთს, ევროკავშირის წევრები გახდნენ“, – აღნიშნა შოლცმა.