ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზღვრებზე კონტროლის დაწესების გეგმას

13:56, 27.03.2024
09.05.2023, Frankreich, Straßburg: Bundeskanzler Olaf Scholz (SPD) spricht im EU-Parlament. Scholz will im Europaparlament seine Sicht auf die aktuelle Lage und die Zukunft der EU präsentieren. Foto: Kay Nietfeld/dpa +++ dpa-Bildfunk +++

09.05.2023, Frankreich, Straßburg: Bundeskanzler Olaf Scholz (SPD) spricht im EU-Parlament. Scholz will im Europaparlament seine Sicht auf die aktuelle Lage und die Zukunft der EU präsentieren. Foto: Kay Nietfeld/dpa +++ dpa-Bildfunk +++

გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზღვრებზე კონტროლის დაწესების გეგმას. მისივე თქმით, ამაში ახალი არაფერი არ არის და მსგავსი ზომები სხვა მასობრივი ღონისძიებების დროსაც იყო გამოყენებული.

„ეს არის გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ევროპაში ვიყენებთ და რომელიც უსაფრთხოებას ემსახურება. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა შოლცმა.

მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა საზღვარზე განახორციელებს სასაზღვრო კონტროლს, რათა გერმანიაში არ მოხვდნენ პირები, ვინც ძალადობრივ დანაშაულს ჩაიდენს.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რადიკალ ისლამისტებს და სხვა ექსტრემისტებს, ასევე საფეხბურთო ხულიგნებს, აგრეთვე კიბერთავდასხმებისგან ქსელების უსაფრთხოებას“, – თქვა ფეზერმა.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანაში ტარდება და ის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი