ოლაფ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრის დროს შოლცმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისრაელისადმი გერმანიის ურყევ მხარდაჭერას.
თავის მხრივ, ნეთანიაჰუ შოლცს ომის მდგომარეობაზე ესაუბრა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.