ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან ცდილობს, თავიდან აირიდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან ცდილობს, თავიდან აირიდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ცდილობს, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი ომი თავიდან აირიდოს.

შოლცის თქმით, როგორც მთავრობის მეთაური, ის პასუხისმგებელია ომისა და მშვიდობის საკითხებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას.

„უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ომის ესკალაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, გერმანია უკრაინაში არც სამხედროების გაგზავნას გეგმავს. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად ეხმარება უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით.