ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია ლიეტუვაში სამხედრო მისიას გაზრდის
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია ლიეტუვაში სამხედრო მისიას გაზრდის

გერმანია ლიეტუვაში სამხედრო მისიას გაზრდის, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სტუმრობისას განაცხადა.

შოლცის თქმით, ბერლინი მზად არის, გაზარდოს ჩართულობა გაძლიერებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის დონეზე, რომელსაც ლიეტუვაში აგრესიის შემაკავებელი თავდაცვის ორგანიზება შეეძლება.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი ლიეტუვაში ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იარაღის მიწოდებით. გერმანია ამას უფრო ინტენსიურად აკეთებს, ვიდრე ყველა სხვა და გააგრძელებს მხარდაჭერას უახლოეს პერსპექტივაში, ვიდრე საჭირო იქნება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ გაეროსთან და ყველასთან, ვისთანაც შეგვიძლია, ვისაუბროთ, რათა ვიპოვოთ გზები რუსეთის მიერ საზღვაო გზების ბლოკადის შესაჩერებლად და შესაძლებელი გავხადოთ უკრაინული ხორბლის ექსპორტი მსოფლიოში ისე, რომ ეს უკრაინისთვის საშიში არ გახდეს. უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. ამიტომ ხორბლის ექსპორტით უკრაინის უსაფრთხოებისა და მთლიანობისთვის ახალი საფრთხე არ შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.