ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ნორვეგია ნატო-ს თხოვნით მიმართავენ, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად საკოორდინაციო სააგენტო შექმნას
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ნორვეგია ნატო-ს თხოვნით მიმართავენ, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად საკოორდინაციო სააგენტო შექმნას

გერმანია და ნორვეგია ნატო-ს თხოვნით მიმართავენ, შექმნას სტრუქტურა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს წყალქვეშა ინფრასტრუქტურას. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, კერძოდ, საუბარია მილსადენებისა და სატელეკომუნიკაციო ხაზების დაცვაზე. აღნიშნულის მიზანია, აღკვეთონ ისეთი ინციდენტები, როგორიც სექტემბერში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის აფეთქებისას მოხდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, მივმართოთ ნატო-ს გენერალურ მდივანს თხოვნით, შექმნას საკოორდინაციო სააგენტო წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად. ამგვარად მოქცევით, გვსურს, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი გარე ძალებისთვის. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ თავდასხმები შედეგების გარეშე დარჩება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.