ოლაფ შოლცი - ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს, გვინდა, ახალი იმპულსით წინ წავწიოთ ჩვენი საერთო დღის წესრიგი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„გერმანია და თურქეთი ახლო პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ჩვენი ხალხი და ეკონომიკა ძლიერად არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს. ჩვენ ერთად გვინდა, ახალი იმპულსით წინ წავწიოთ ჩვენი საერთო დღის წესრიგი“, – წერს შოლცი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.