ოლაფ შოლცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ

19:01, 05.01.2025
09.05.2023, Frankreich, Straßburg: Bundeskanzler Olaf Scholz (SPD) spricht im EU-Parlament. Scholz will im Europaparlament seine Sicht auf die aktuelle Lage und die Zukunft der EU präsentieren. Foto: Kay Nietfeld/dpa +++ dpa-Bildfunk +++

გერმანიის კანცლერი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ.

შოლცის თქმით, ეს არის ყალბი განცხადება და არავის აქვს ამის გაკეთების უფლება.

„ეს მიუღებელია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ამაზე თუნდაც ფიქრობდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მართალი ადამიანები აღშფოთებულები იქნებიან, როდესაც ყალბ ბრალდებებს უყენებენ. კანცლერს აქვს მკაფიო პოზიცია. მას კიდევ ერთხელ განვმარტავ. გერმანია ამ დროისთვის არის ევროპაში უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი და ასეთად დარჩება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მანამდე გერმანიის ოპოზიციაში განაცხადეს, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ გერმანიის ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.

მსგავსი