ოლაფ შოლცი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ოლაფ შოლცი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შვედეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანია, შვედეთი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

„გვინდა, რომ ორივე ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა არსებული საშუალებით, რათა ეს პროცესი სწრაფად განვითარდეს. ჩვეულებრივ ხანგრძლივობასთან შედარებით, ეს რეალურად სწრაფი პროცესია. ჩვენი მიზანია ეს სწრაფად განხორციელდეს და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ეს კარგია შვედეთისთვის და ეს კარგია ნატო-სა და ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ევროპის უსაფრთხოებისთვის ჩვენი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობა გვჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის ანკარისგან რატიფიკაციას თურქეთში 14 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს.