ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობები უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება
ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობები უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება

რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომელიც წელს სამიტს მასპინძლობს.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, „როდესაც სიტუაცია იცვლება, ჩვენც უნდა შევიცვალოთ“.

„როგორც „დიდი შვიდეული“, ჩვენ ვეთანხმებით შეფასებას, რომ საუბარია ძალიან გრძელვადიან ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას იქონიებს საერთაშორისო ურთიერთობებზე ძალიან, ძალიან დიდი ხნით. სწორედ ამიტომ, ნათელია, რომ კავშირები რუსეთთან ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდე იყო, რადგან, როდესაც სიტუაცია იცვლება, ჩვენ ასევე უნდა შევიცვალოთ. ყველამ ძალიან კარგად იცის ეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

​გერმანიის კანცლერის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მზად არიან, მიიღონ აუცილებელი გადაწყვეტილებები.

„ჯერ გაურკვეველია, როგორ შეიცვლება მსოფლიო უახლოეს თვეებში და წლებში. თუმცა ნათელია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს ცვლილებები ყველაზე კარგად გადავლახოთ, თუ მჭიდროდ, ნდობით ვიდგებით და ვიმუშავებთ ერთად, რადგან გვაკავშირებს – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა. კარგია, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები და მოკავშირეები მსოფლიოში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.