ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის

11:22, 20.11.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.

ამის შესახებ კანცლერმა ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, არავის შეუძლია სხვისი მიწის დასაკუთრება.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა.

მსგავსი