ოლაფ შოლცი - რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში, უკრაინა შთამბეჭდავი სიმამაცითა და დიდი წარმატებით იცავს თავს
ოლაფ შოლცი - რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში, უკრაინა შთამბეჭდავი სიმამაცითა და დიდი წარმატებით იცავს თავს

გასულ წელს გერმანიამ უკრაინისთვის 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში და აღნიშნა, რომ უკრაინა თავს იცავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით.

„ომი გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. ენერგიის ფასები არნახულად გაიზარდა. მთელ მსოფლიოში წარმოებისა და პროდუქციის ფასები მკვეთრად ავარდა. რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში. უკრაინა იცავს თავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით. „დიდი შვიდეულის“ ხელმძღვანელობით მოქმედი ფართო საერთაშორისო ალიანსი უზრუნველყოფს ქვეყანას ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ბერლინში ოქტომბრის მიწურულს ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა წარმოგვედგინა „მარშალის გეგმა“ უკრაინის ხანგრძლივი რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.