ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გმობს.

გერმანიის კანცლერის თქმით, მსგავსი თავდასხმები არის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და უნდა შეწყდეს.

„ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ბომბებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ეს დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის პოლიტიკით, მოსახლეობისა და კომპანიების მიერ ენერგორესურსების დასაზოგად მიღებული ზომებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ამ ზამთრისთვის გარანტირებულია. მისი თქმით, უმოქმედობა ძვირად დაუჯდებოდათ.