ოლაფ შოლცი პეკინში ჩავიდა
ოლაფ შოლცი პეკინში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მანამდე გერმანიის კანცლერი ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმყოფებოდა, სადაც გერმანული პლასტმასის კომპანია მოინახულა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ტექნოლოგიებზე მუშაობს.