ოლაფ შოლცი - ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს, ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები
ოლაფ შოლცი - ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს, ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები

ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს მხარეებს შორის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა.

შოლცის თქმით, საუბრები ურთიერთშეთანხმების მიღწევის სურვილით მიმდინარეობს.

„ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს მხარეებს შორის. წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შესამჩნევია, რომ საუბრები ნამდვილად ურთიერთშეთანხმების მიღწევის სურვილით მიმდინარეობს, ეს ძალიან კარგია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად ვიმოქმედოთ. განხილვების დროს ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული თითოეული ქვეყნის სპეციფიკური მდგომარეობა. ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები და ერთიანად ვიმოქმედოთ უკრაინისადმი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა შოლცმა.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს და ხვალ გაგრძელდება.