ოლაფ შოლცი მიუნხენში თავდასხმას ეხმაურება - გერმანიაში დანაშაულს ვინც ჩაიდენს, არა მხოლოდ მკაცრად დაისჯება, არამედ უნდა გააცნობიეროს, რომ, შესაძლოა, გერმანიაში ცხოვრება ვეღარ გააგრძელოს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიუნხენში თავდასხმას ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.
„ვინც გერმანიაში დანაშაულს ჩაიდენს, არა მხოლოდ მკაცრად დაისჯება და ციხეში მოხვდება, არამედ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა, გერმანიაში ცხოვრება ვეღარ გააგრძელოს. ჩვენ ამას არც მოვითმენთ და არც შევეგუებით“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, ყველაფერი გააკეთონ თავდამსხმელის მკაცრად დასასჯელად.
ცნობისთვის, მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 28 ადამიანია დაშავებული. გერმანიის რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 24 წლის ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.