ოლაფ შოლცი – მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, ეს არის პუტინის ომი, მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი
ეს არის პუტინის ომი და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს არის პუტინის ომი. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, – აღნიშნავს შოლცი.
ამასთან, ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრიანელ ლტოლვილებს სწრაფ და შეუფერხებელ დახმარებას აღმოუჩნეს. მისი თქმით, ამ გამოწვევის გადალახვა მთელი გერმანიის ამოცანაა. შოლცმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს ეხმარებიან.
Es ist absolut unakzeptabel, wenn bei uns Menschen, die aus Russland stammen, beschimpft, beleidigt oder körperlich angegriffen werden. Denn das ist Putins Krieg. Er allein hat ihn zu verantworten. (3/3)
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) March 17, 2022