ოლაფ შოლცი - ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში ჩამოსვლას ცდილობენ, ძალიან მაღალია, ფედერალური მთავრობა ერთიანია, რომ შეჩერდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია
ოლაფ შოლცი - ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში ჩამოსვლას ცდილობენ, ძალიან მაღალია, ფედერალური მთავრობა ერთიანია, რომ შეჩერდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია

გერმანია ცდილობს, შეაჩეროს არალეგალური იმიგრაცია სასაზღვრო კონტროლის მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში ჩამოსვლას ცდილობენ, ამ დროისთვის ძალიან მაღალია“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, მიგრანტების 70 პროცენტზე მეტი რეგისტრირებული არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მათგანი გერმანიაში ჩასვლამდე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდა.

„ფედერალური მთავრობა მოწოდებულია, რომ შეჩერდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ერთიანობითა და სოლიდარობით. გერმანია ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიამ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე შემოწმებები გააძლიერა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ევროპოლის ეგიდით „არაადამიანური კონტრაბანდის“ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით.