ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა
ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა. ინფორმაციას მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გერმანიის მთავრობის სპიკერს არ გაუკეთებია კომენტარი ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელმაც გამოხატა ისრაელისადმი გერმანიის მხარდაჭერა, რათა დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან.