ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა
ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.

მანამდე, იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან სოლიდარობის გამოხატვა.

შოლცი ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფის მოწოდებით გამოვიდა.

„ჰამასის“ დამნაშავეების მხრიდან სასტიკი ძალადობის საშინელებაში, მნიშვნელოვანია გამიჯნვა. პალესტინელები არ არიან „ჰამასი“ და „ჰამასს“ არ აქვს უფლება, მათ ნაცვლად ისაუბროს. ღაზის პალესტინელი მოსახლეობა ასევეა „ჰამასის“ მსხვერპლი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.