ოლაფ შოლცი - ულტრამემარჯვენეების მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას
ოლაფ შოლცი - ულტრამემარჯვენეების მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას

ილონ მასკის ჩართვა გერმანიის პოლიტიკაში სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ილონ მასკის მხარდაჭერა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მიმართ საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას.

„ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას და ეს გასაკრიტიკებელია. მისი პარტიულობა უკიდურესი მემარჯვენეების სასარგებლოდ, იქნება ეს ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე თუ რაიმე სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, მიუღებელია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ილონ მასკმა გერმანელებს მოუწოდა, მომავალ ეროვნულ არჩევნებზე ხმა მისცენ ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივას გერმანიისთვის“. ცნობისთვის, აღნიშნული პარტია რეიტინგებში მეორე ადგილზეა.