ოლაფ შოლცი - იარაღი, რომელიც გერმანიამ გადასცა უკრაინას, გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის აღმოსავლეთში და აჩვენა კიდეც, რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას თავი
ოლაფ შოლცი - იარაღი, რომელიც გერმანიამ გადასცა უკრაინას, გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის აღმოსავლეთში და აჩვენა კიდეც, რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას თავი

იარაღი, რომელიც გერმანიამ გადასცა უკრაინას, გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის აღმოსავლეთში და აჩვენა კიდეც, რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას თავი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანია ეკუთვნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმარებიან უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარულად და იარაღითაც.

„თქვენ ნახავდით ბევრ პუბლიკაციას, ყოველთვის ღიად ვაჩვენებთ, რა გადავეცით უკრაინას და ამიტომაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის იარაღი, რომელიც გერმანიამ გადასცა უკრაინას, გახლავთ გადამწყვეტი კონფლიქტის განვითარებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში და მათ შეიტანეს ცვლილება, რომელიც ახლა ჩანს კიდეც, რომელმაც აჩვენა კიდეც, რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას თავის თავი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სიარულს, კონცენტრირებული ვართ არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საკითხებზე. ამას გავაგრძელებთ. ჩვენ გადავეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალება, რომელსაც თავად ბუნდესვერიც კი არ იყენებს. ამ გზას გავაგრძელებთ, მაგრამ სხვა მხრივ, ფედერალური მთავრობის ყველა წევრისა და პარტიების პოზიციაა, რომ გერმანია მარტო არაფერს არ გააკეთებს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.