ოლაფ შოლცი - „ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ გერმანია ჯერ კიდევ შოკშია
„ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ გერმანია ჯერ კიდევ შოკშია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
როგორც შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დამთრგუნველია ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი, რომელთაგან ბევრი გერმანიის მოქალაქეა, კვლავ მძევლად ჰყავთ აყვანილი ღაზაში.
„ახლა საჭიროა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების გათავისუფლებასთან ერთად და ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ეს ეხება ჩვენს ქვეყანასაც. დამთრგუნველია იმის დანახვა, რომ ანტისემიტიზმი უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე წინა წლებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ებრაელ თანამოქალაქეებს შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, – განაცხადა შოლცმა.