ოლაფ შოლცი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს, უკრაინა გაიმარჯვებს
ოლაფ შოლცი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს, უკრაინა გაიმარჯვებს

უკრაინა არ მიიღებს რუსულ დიქტატურას, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა გაიხსენა, „როგორ იბრძოდნენ რუსები და უკრაინელები ერთად და გაიღეს დიდი მსხვერპლი მკვლელი ნაციონალ-სოციალიზმის დასამარცხებლად“.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, მისი ბარბაროსული ომი ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლას შეადაროს, რაც ტყული და ისტორიის გაყალბებაა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გაიმარჯვებს. თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ მონობაზე, ძალადობაზსა და დიქტატურაზე 77 წლის წინ. პუტინს სურს, დაიმორჩილოს უკრაინა, გაანადგუროს მისი კულტურა და იდენტობა, თავის ბარბაროსულ, აგრესიულ ომსაც კი აიგივებს ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლასთან. ეს არის ისტორიის გაყალბება და ბოროტმოქმედება. ჩვენი ვალია, ეს ნათლად განვაცხადოთ. არანაირი გერმანიის ცალმხრივი ქმედება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან. ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, უნდა ვიზრუნოთ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაზე. ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს რუსეთზე მეტად ავნებს. და ბოლოს, ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნატო-ს მეომარ მხარედ გადააქცევს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.