ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს
ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს

გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს და ჭურვების წარმოების ახალ ხაზებს ჩაუშვებს, ასევე დაიწყებს ტექნიკის რემონტს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„უკრაინის მხარდაჭერამ, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება, იმის წარმოდგენა მოგვცა, რომ აუცილებელია კარგი აღჭურვა, მათ შორის სათადარიგო ნაწილებით, ამიტომ ჩვენ უკრაინის ფარგლებს მიღმა შევქმენით სარემონტო ობიექტები იარაღისთვის, რომელიც ომში გამოიყენება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალებით მომარაგებას როგორც ჩვენ მიერ მიწოდებული შეიარაღებისთვის, ასევე კლასიკური შეიარაღებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა შოლცმა.