ოლაფ შოლცი - გერმანია მზადაა, უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო დახმარება გაუწიოს
ოლაფ შოლცი - გერმანია მზადაა, უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო დახმარება გაუწიოს

გერმანია მზადაა, უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერსა და პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში უკრაინის დახმარების საკითხებზე სასაუბროდ მასპინძლობს.

„უკრაინაში შეჭრა რჩება ჩვენი დროის მთავარ საგარეო პოლიტიკურ საკითხად და ის იქნება ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი. ჩვენი პოზიცია ნათელია: გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი მჭიდროდ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანას თავის დაცვაში პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და ასევე იარაღით რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შოლცმა.