ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს უჭერს რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას
ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს უჭერს რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას

გერმანია მხარს უჭერს რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, მარჩელ ჩოლაკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სრულ გაწევრიანებას შენგენის ზონაში. ვფიქრობ, ეს აღიარებულია, ამიტომ, რაც აქ შეგვიძლია, გავაკეთოთ არის მხოლოდ ჩვენი საერთო პოზიციის კიდევ ერთხელ დადასტურება. გვინდა, რუმინეთმა შეძლოს შენგენის ზონაში გაწევრიანება“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუმინეთს დაჟინებით სთხოვდნენ, რომ შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად შესრულებულიყო კონკრეტული წინაპირობები, რაც ანგარიშების მიხედვით ჩანს, რომ დაკმაყოფილებულია.

ოლაფ შოლს მარჩელ ჩიოლაკუ ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, რათა განეხილათ რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების საკითხი და დაედასტურებინათ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა.

ცნობისთვის, წარსულში ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ სთხოვა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის 27 მთავრობის ჯგუფს, მიეღოთ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში. ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა იმის გამო, რომ, მათი მოსაზრებით, ბულგარეთის და რუმინეთის ხელისუფლება არ იცავდენ ევროკავშირის წესებს მიგრაციისა და საზღვრის კონტროლის შესახებ.