ოლაფ შოლცი – ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რათა შეასრულოს დაპირება დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციაზე
German Chancellor Olaf Scholz speaks during a news conference in Skopje, North Macedonia June 11, 2022. REUTERS/Ognen Teofilovski
ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რათა საბოლოოდ შეასრულოს დაპირება დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის თაობაზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას განაცხადა.
სკოპიეში გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გახადა ევროპის ერთად დგომა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი დინამიკის შემოტანა. მე მხარს დავუჭერ, რომ შემდეგი ნაბიჯები განხორციელდეს“, – განაცხადა შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.