ოლაფ შოლცი - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად
ოლაფ შოლცი - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ბევრ დედაქალაქში უნდა დაისვას კითხვა, რეალურად ვაკეთებთ თუ არა საკმარისს? უმეტეს შემთხვევაში პასუხი იქნება – არა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ, სამხედრო დახმარების კუთხით, ევროპიდან გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია, თუმცა დახმარებას მარტო ვერ უზრუნველყოფს.

შოლცის განცხადებით, კმაყოფილია ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შედეგებით. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გზა გაუხსნა უკრაინის ახალი დახმარების პაკეტს, კარგია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

„ეს იყო ძალიან წარმატებული სამიტი“, – აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინისთვის, ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.