ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ
ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენს სტუმრობენ, სადაც ისინი რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ დასახლებას მოინახულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციაც „ბიბისი“ ავრცელებს.

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მათ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილი ჩაიტანეს.

„ჩვენ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილით ჩამოვედით. ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ და მომავალ მხარდაჭერაზე, რადგან ვიცით, რომ მომდევნო კვირები ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.

მოგვიანებით, კიევში დაგაგემილია ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმრ ზელენსკისთან.

როგორც „ბიბისი“ წერს, ირპენში ომის პერიოდში 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულის ფაქტების დასადგენად.