ოლაფ შოლცი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდნენ
ოლაფ შოლცი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდნენ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდნენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას ბერლინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„ალბანეთის კარგი პროგრესი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნიშანია. ჩემი მთავრობა მხარს უჭერს გერმანიის მჭიდრო და საიმედო პარტნიორობას ალბანეთთან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მჯერა, რომ ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული სერბეთ-კოსოვოს საკითხში, ასევე, როცა ვუჩიჩისა და კურტის საჯარო გამონათქვამებს ვხედავთ, ეს არის პროგრესი იმ დროებთან შედარებით, რაც წარსულში ვნახეთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს და ახლა უნდა იმუშაოს. ამიტომაც ველოდები, რომ მალე კარგი და კონსტრუქციული შედეგები მექნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არის დიდი სურვილი, შესაძლებელი გახდეს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შეუძლებელი ჩანდა. ეს კარგი იქნებოდა მშვიდობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, კოსოვოსა და სერბეთის განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.