ოლაფ შოლცი - ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის
ოლაფ შოლცი - ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის

უკრაინის აღდგენისას მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ქვეყანა მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გერმანია-უკრაინის რიგით მეხუთე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

კანცლერის თქმით, უკრაინის ენერგოსექტორი, რომელიც რუსული ძალებისგან მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა, ისეთი ფორმით განახლდება, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის ეფექტური მიმწოდებელი.

ოლაფ შოლცის თქმით, მისი ქვეყანა იქამდე დაუჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება.

„ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მათი დღევანდელი ინვესტიციები არის ევროკავშირის მომავალ ქვეყანაში ინვესტირება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეფასებით, უკრაინის აღდგენას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება.