ოლაფ შოლცი - ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, მათ შორის მაკრონთან, სანჩესთან, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი - პუტინია
ოლაფ შოლცი - ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, მათ შორის მაკრონთან, სანჩესთან, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი - პუტინია

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სალაშქროდ ბევრ ადამიანთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად წავიდოდა, მაგრამ არა – პუტინთან. ამის შესახებ შოლცმა ბავარიაში, მოქალაქეებთან შეხვედრისას შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

შოლცს შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს: „რამდენიმედღიან ლაშქრობაში ვისთან ერთად წახვიდოდით და ვისთან ერთად – არა?“

„ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, არა მხოლოდ ჩემს პარტიაში, არამედ სხვაგანაც. კარგი ურთიერთობა მაქვს ზოგიერთ მმართველთან ევროპაში და მათთან ერთად ლაშქრობაში წავიდოდი, მათ შორის, ემანუელ მაკრონთან. ვფიქრობ, ის წამოვიდოდა ან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. ის არის ადამიანი, რომელიც ამას კარგად მოერგებოდა და მთებს გადალახავდა. არის რამდენიმე სხვა ადამიანიც. აშკარაა, ვისთან ერთად არ წავიდოდი სალაშქროდ – პუნტინთან“, – უპასუხა გერმანიის კანცლერმა ბავარიაში ჟურნალისტის შეკითხვას.