ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს
ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ინტერვენციის გამო დაწესებული საფასური უზარმაზარია და ყოველდღიურად იზრდება.

გერმანიის კანცლერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა წლის ბოლომდე რუსული ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს და ბევრს იმუშავებს რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად.

დატოვე კომენტარი