ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნები უცვლელი რჩება
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნები უცვლელი რჩება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნები უცვლელი რჩება.

„დოიჩე ველეს” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, გერმანიის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსის თაობაზე გაავრცელეს.

სააგენტოს ცნობით, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინს მასთან საუბრისას ყოველთვის მეგობრული ტონი ეჭირა, საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად განსხვავებული ხედვების მიუხედავად.

„რუსეთის პრეზიდენტი მიისწრაფვის მისი იმპერიალისტური მიზნების შესრულებისკენ, მოახდინოს მეზობელი ქვეყნის ნაწილის ანექსია”, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის ლიდერმა დაჟინებით მოუწოდა მოსკოვს კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისკენ და უკრაინიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანისკენ.

ამასთან, როგორც სააგენტო წერს, გერმანულ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის წარმატებები ბრძოლის ველზე გარკვეულწილად გერმანიის დამსახურებაცაა, რადგან ბერლინის მხრიდან უკრაინისთვის აღმოჩენილმა სამხედრო დახმარებამ ბრძოლის ველზე განსხვავება შექმნა და უკრაინას წარმატების საშუალება მისცა.